About

ხათუნა მე ხათუნა მქვია ბავშვობიდან ვხატავ,ვქსოვ,ვკერავ ვქარგავ.ვაკეთებ გობელენს,მაკრამეს,თიხისგან ვაკეtებ ასევე სამკაულებს, მიყვარს ბუნებრივი მასალებისგან( კენჭები, შუშები,ძაფები და სხვა რამეებისგან რაიმე ნივთების დამზადება.სულ რაღაცას ვიგონებ.მიყვარს მუსიკა, პოეზია,ხელოვნება ცეკვა,სიმღერა და ადამიანები. მე 2006 წლიდან ვმუშაობ მინანქარზე, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მთელი სულით და გულით ვემსახურები მას.ძალიან სასიამოვნოა შექმნა ულამაზესი ნივთები,გამოიყენო ლამაზი ფერები და შედეგით სულიერი სიამოვნება მიანიჭო სხვა ადამიანებს.მადლობას მოგახსენებთ რომ ესტუმრეთ ჩემს საიტს და თქვენი დროის გარკვეული ნაწილი დაუთმეთ მის ნახვას. იმედი მაქ ამით პატარა სიხარული და სიამოვნება მოგანიჭეთ.გისურვებთ წარმატებებს .ღმერთი გვფარავდეს!