ტიხრული მინანქარი

ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესი დროიდანაა ცნობილი. მინანქარი ესაა მეტალისა და გამდნარი შუშის კავშირი. მეტალად გამოიყენებოდა ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. პირველად ამას ეგვიპტელები აკეთებდნენ. ოქროს ამოღმავებულ ფირფიტებს ავსებდნენ ძვირფასი ქვებითა და შუშით. მსგავს ტექნიკას ჩინელებიც იყენებდნენ. ასევე ცნობილია რომაული ნაკეთობებიც ბრინჯაოზე. მინანქარი დასავლეთ ევროპაში 12 საუკუნიდანაა ცნობილი.
მინანქარის ხელოვნება სხვადასხვაგვარია. ის შეიძლება იყოს გრავირებული, როცა ლითონის ფენა იმდენად გამჭვირვალე მინანქრითაა დაფარული, რომ სიღმეში ჩანს გრავირებული ზედაპირი. არის ფერწერული მინანქარი - ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით და ზედ ცეცხლგამძლე მინანქრიანი საღებავით იხატება გამოსახულებები. არის ტიხრული მინანქარიც. ქართულ ხელოვნებაში ტიხრული მინანქარი 8 საუკუნიდანაა ცნობილი. ტიხრული მინანქარი საქართველოსა და ბიზანტიაში ერთდროულად განვითარდა და მეცნიერების დავის საგანია თუ სად მოხდა ეს პირველად ბიზანტიაში თუ საქართველოში. ქართულ ტიხრულ მინანქარს ახასიათებს ფერთა სიუხვე და სიღრმისეული გამჭვირვალობა, თან ახლავს ქართული სილამაზის შეგრძნება და ქართული სული.
ბიზანტიურ - ქართული 8-15 საუკუნეების მინანქრის კოლექცია დაცულია (227) ნიმუში საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. ასე რომ ქართული ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესია. იგი 8 -9 საუკუნიდან გვხვდება საქართველოში.


ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია

ტიხრული მინანქრის კომპონენტებია: სილიციუმოჟანგი, ბორის ანჰიდრიდი, ალუმინის, ტიტანის ჯანგი, ტუტიის ჯანგეულები და სხვა. ტიხრული მინანქარი კლასიკური ტექნიკის მიხედვით კეთდება (ოქროზე, ვერცხლზე, სპილენზე). მეტალზე მიერჩილება ან წებდება ძაფივით წვრილი თხელი მეტალის მავთული და შექმნილ ტიხრებს შორის ადგილები იფარება ივსება მინანქრის ფხვნილით. შემდეგ ხდება გამოწვა სპეციალურ ღუმელში მაღალ 750 - 800 ტემპერატურამდე. ბოლოს ხდება ნაკეთობის პოლირება - გაპრიალება. ამგვარად მზადდება ულამაზესი სამკაულები, ხატები ,ჯვრები და სხვა მრავალი ნაკეთობები.
პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ძირითადად ხელით კეთდება ყველაფერი და ამიტომაც ნაკეთობები ძვირად ღირებულია. თუ ამას ემატება ოქრომჭედლის ხელნაკეთობა და ძვირფასი ქვებიც მაშინ ნაკეთობის ფასი მაღლა იწევს შესაბამისად.
საქართველოში 15 საუკუნისთვის შეწყდა მინანქრის წარმოება და სასიხარულოა, რომ 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ისევ აღსდგა ეს დარგი და დღემდე განიცდის წინსვლას.